top_leaderboard

დიმიტრი პესკოვი: აშშ-ს არასოდეს უთამაშია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში და შეიძლება, პირიქითაც ითქვას

რუსეთის ხელისუფლება აშშ-ს სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს.  სომხეთისა და აშშ-ის გეგმაზე საუბრისას, ხელი მოაწერონ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „შეერთებულ შტატებს არასოდეს უთამაშია განსაკუთრებული სტაბილიზაციის როლი სამხრეთ კავკასიაში და შეიძლება, პირიქითაც ითქვას“.

პესკოვმა ახსენა მნიშვნელოვანი დივიდენდები, რასაც სომხეთი იღებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფარგლებში.

“ორმხრივი ასპექტების გარდა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესების ფარგლებში, ჩვენი ურთიერთობის ასპექტები, მათ შორის არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ეს ყველაფერი ერთად არის თანამშრომლობა, რომელიც მნიშვნელოვან დივიდენდებს აძლევს სომხეთსა და მის ხალხს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

ასევე იხილეთ