top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: გერმანელებს აღარ უნდათ მიხაილ როთი, აქ ჩამოვიდა და ჩვენ გვასწავლის ჭკუას

“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მორიგ ვიზიტს აფასებს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ის მომხრეა, რომ მიხაილ როთი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ ლიდერად დანიშნონ.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარუმატებლობის მტკიცებულება ისიც გახლავთ, რომ ეს გათხოვილი კაცი მიხაილ როთი, რომელიც თავად გერმანიაში უარყვეს და გერმანიის პოლიტიკას ჩამოაცილეს, აქ წარმოადგენს თურმე ევროპულ ღირებულებას. საქართველოში ვერ იქნება ევროპული და ვერც ქართული ღირებულება კაცების გათხოვება და დაიხუროს ახლა ქუდი და იაროს რუსთაველზე.

გერმანელებს აღარ უნდათ მიხაილ როთი და ჩამოვიდა აქ და ჩვენ ჭკუას გვასწავლის; კი ბატონი, მე ვარ მომხრე, რომ მიხაილ როთი აქ არათუ ჩამოვიდეს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დანიშნონ ერთ-ერთ ლიდერად“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, მიხაილ როთი გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

ასევე იხილეთ