დავით ჩიხელიძე: საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის!
“მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსების შემდეგ ოპოზიცია არაადეკვატური გახდა, რაც დამნაშავის სინდრომით აიხსნება, “კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად იცის საკუთარი წარსულის შესახებ, იცის რომ ფაქტებით დასტურდება მათი დანაშაულები და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე სასჯელს თავი აარიდონ!”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის. მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია კუთხეში მიმწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც ბოლო გაბრძოლებას ცდილობს.
“ბოლო დღეებში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განხორციელებულმა პროვოკაციების რაოდენობამ მოიმატა, ფორმები კი ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო ბინძური გახდა. მათ პროვოკაციების საკმაოდ მრავალფერადი არჩევანი აქვთ, იქნება ეს საჭმელში ჩაფურთხება (მადლობა გვარამიას, რომ ღვინოში ჩაფსმის შემდეგ, საჭმელში ჩაფსმით არ გვემუქრება) ქუჩაში/კვების ობიექტში მივარდნა, თავდასხმები თუ სხვა. კარგად გაიხსენეთ როდის შემდეგ გააქტიურდა ოპოზიცია? საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნის შემდეგ.
მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსების შემდეგ ოპოზიცია არაადეკვატური გახდა, რაც დამნაშავის სინდრომით აიხსნება, კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის საკუთარი წარსულის შესახებ, იცის რომ ფაქტებით დასტურდება მათი დანაშაულები და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე სასჯელს თავი აარიდონ! მეგობრებო ეს ამბავი არ გამოვა, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს, სახელმწიფოს სხვა გზას არ უტოვებთ! სახელმწიფოს განვითარება სურს, თქვენ კი მუდამ სახელმწიფოს არყევთ რაც მის სწრაფ განვითარებას საფრთხეს უქმნის და ამუხრუჭებს! საგამოძიებო კომისიის შექმნა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის! ახლა ოპოზიცია კუთხეში მიმწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც ბოლო გაბრძოლებას ცდილობს!”, – წერს დავით ჩიხელიძე.