„ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯილი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„მათი ლიბერალური წარმომადგენლის, ბაიდენის სიტყვებს შევახსენებ, რომ კანონი იცავს მშვიდობიან აქციას და კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციას. თუ არ იციან, მიმართონ ბაიდენს და ის განუმარტავს, რას ნიშნავს ეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.