top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის

როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის – სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: – არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ