top_leaderboard

კატარში მიმდინარე შეკრებაზე გურამ კაშიას „სლოვანმა“ ადგილობრივი გუნდი, „ალ-შაჰანია“ 3:1 დაამარცხა

კატარში მიმდინარე შეკრებაზე გურამ კაშიას „სლოვანმა“ ადგილობრივი გუნდი, „ალ-შაჰანია“ 3:1 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაიტანა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე რობერტ მაკის გოლით დაწინაურდა. 35-ე წუთზე კი „სლოვანის“ უპირატესობა დავიდ სტრელეცმა გაზარდა და ბრატისლაველებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

შესვენებაზე ვაისმა შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე „ჯვაროსნების“ კაპიტანი შეუშვა. თამაშის განახლებისთანავე (46-ე წუთზე) კატარის გუნდმა ნიდერლანდელი ვან ამერსფორტის გოლით სხვაობა შეამცირა. მაგრამ 87-ე წუთზე სლოვაკების კომბინაცია გამოცდილმა ქართველმა მცველმა დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

ბრატისლავას „სლოვანი“ კატარში მორიგ საკონტროლო შეხვედრას ხუთშაბათს, 16 იანვარს გამართავს – ვლადიმირ ვაისის გუნდი კატარის კიდევ ერთ წარმომადგენელს, „ალ გარაფას“ დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ