top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ

“ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ”,  – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი და ამას როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმენილი, გაზიარებული და სიღრმისეულად გაანალიზებული“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. ასამბლეის მონიტორინგის მისია, დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე იხილეთ