top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება

„ოპოზიცია დღეს არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია არის საერთოდ დაკარგული, სრულიად უსუსურია და ეს ძალიან კარგია.

„ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ