დაჩი ცაგურია: უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა
„უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?!” – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
„საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები, რომ აბა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს თუ დაინახავთ რესტორანში, ან კაფეში და მათი [ობიექტების] თანამშრომლები თუ არიან მათი [ოპოზიციის] მხარდამჭერები, უნდა ჩაგვიფურთხონ საკვებში. გამოჩნდნენ სხვადასხვა რესტორნის თანამშრომლები, უი, რა მაგარიაო. გაოგნებული ვარ. ამერიკაში მოქმედი ქართველი ექიმი პოსტავდა, გვარად გეგეჭკორი, რომლის ძმა სააკაშვილის დროს საპატრულოს უფროსი იყო და უსასტიკესი ტიპი იყო, უზრდელი და თავხედი.
დღეს ვუყურებთ ჩვენს საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს როგორი მოწოდების სიმაღლეზე არიან. არსად არ ხდება დედამიწაზე, რომ აქციაზე დაშავებულებზე ხუთჯერ მეტი იყვნენ პოლიციელები. ამის ფონზე ვხედავთ, რომ უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! მე მეძახიან პრორუსიო, მე გავიქეცი საომრად და კეზერაშვილი გაიქცა ჯარის გასაძარცვად. მეტსახელად „კილერა“ ჰყავთ შეფარებული, გლდანის ციხის უფროსი იყო, გვარად მუხაძე, უდესიანი, ცნობილი ზონდერი, რომელიც შვიდი იარაღით დარბოდა, ატერორებდა ხალხს და ზურა ადეიშვილი, რომელმაც ადამიანებისგან ფულის გამოძალვის მანქანა გამოიგონა. ადამიანებს იტაცებდნენ ეგ და კეზერაშვილი ფულის გამოძალვის მიზნით, ეს ხალხი ჰყავთ შეფარებული და წესიერი ადამიანები, დაასანქცირეს“, – აღნიშნა ცაგურიამ.