ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითიც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ
ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრის შესახებ.
„ნებისმიერი ობიექტურად დაინტერესებული პირი, ეს იქნებიან დამკვირვებლები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც ვიზიტით ესტუმრება ჩვენს ქვეყანას, ობიექტურად, სამართლიანად, ფაქტებზე დაყრდნობით შეისწავლის მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ ვითარებას, ანგარიშში თუ პოლიტიკურ განცხადებებში ობიექტურად და სამართლიანად ასახვა იქნება, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით. კითხვები და თემები შეეხებოდა დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, არჩევნებს, აქციების თემას, ოპოზიციის ქმედებებს, რომლებსაც ვხედავთ დღეს და რომლებსაც ვხედავდით 2020 წელს რეალურად. ჩვენს მეგობრებს ყველა კითხვაზე, ყველა საკითხზე, რითაც იყვნენ დაინტერესებულნი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდეთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 15 იანვარს შეხვდნენ. დღეს კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.