top_leaderboard

რუსეთის ვორონეჟის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ გუსევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით ვორონეჟის ოლქის სამ რეგიონზე 10-ზე მეტი დრონით თავდასხმა განხორციელდა. უმეტესობა თავს ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის საცავს დაესხა. ხანძრის ჩაქრობა ობიექტზე განმეორებითი თავდასხმის საფრთხის გამო გართულდა. ხანძარს ათობით სახანძრო მანქანა და ორი სახანძრო მატარებელი ებრძვის“, – წერს გუსევი „ტელეგრამის“ არხზე.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად 27 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

 

ასევე იხილეთ