გიორგი ცუცქირიძე: სარკაზმულია, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9 თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარი 6 თვეში
„2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების მოგებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „TBC ბანკი“- ს მოგება მხოლოდ 9 თვეში 894 777 539 ლარს შეადგენდა, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარს 6 თვეში.
მისივე თქმით, ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობს იფუნქციონურებდა და გაფიცული ბიზნესნები ან ქვეყნიდან იქნებოდენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველიბის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.
“პოლიტიკური კრიზისების ანატომია აჩვენებს, რომ კრიზისებიდან ქვეყნები ან ნაკლები დანაკარგებით გამოდიან, და ზოგ შემთხვევაში უფრო წარმატებულიც ხდებიან ან პირიქით ქრონიკულად დასუსტებულები გამოდიან და წლები სჭირდება წინაკრიზისულ პერიოდის მდგომარეობამდე დაბრუნებამდე მისვლას.
თანამედროვე კრიზის მენეჯმენტში კრიზისების მართვა არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ან კოალუციის ამოცანა, ის ზოგადად ხელისუფლების ამოცანას წარმოადგენს, იღონდ იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციაც მოიაზრება.
ამიტომ ჩვენთან ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ოპოზიცია არაფერ შუაშია და მთელი პასუხისმგებლობა კრიზისზეც და მის მართვაზეც მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს ეკისრება, არასწორია.
სამწუხაროდ, რასაც საქართველოში ვუყურებთ, განსაკუთრებით 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, თუ კოვიდ პანდემიურ შოკურ პერიოდსაც ჩავთვლით, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს და პარლამენტში შესვლის შემდეგაც არაერთი სკანდალი და პერფომანსი ვიხილეთ ოპოდეპუტატების მონაწილეობით.
დღეს რაც ხდება ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამ პროცესებში გაცილებით დიდი დოზით არის საერთაშორისო პოლიტიკური ფაქტორი წარმოდგენილი, პირობითად ბრიუსელუს და ვაშინგტონის სახით.
რეალურად დღესაც რას აპროტესტებენ? არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ ახალ არჩევნებს, თუმცა არჩევნების ტოტალური თან ფანტასმაგორიული 300 000 ხმით გაყალბება არ მტკიცდება და ვერც დამტკიცდებოდა. ეუთოს დასკვნის შემდეგ, ამას გენერალური პროკურატურაც ადასტურებს.
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმეზე ასეულობით მოწმე გამოიკითხა. ამასთან, არავის წარმოუდგენია რაიმე სახის სერიოზული მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, რაც თავშივე გამორიცხავს 100 ათასობით გაყალბებულ მონაცემებს. ნიშანდობლივია, რომ ექსპერიმენტების ჩატარებისას მოწვეულნი იყვნენ შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ ექსპერტები.
რამდენად გამოხატავს საპროტესტო ტალღა მოსახლეობის ნებას? არანაკლებ საჭირბოროტო საკითხია. დღეს შედარება ხდება ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატისა ხელისუფლების მხარდამჭერ ელექტორატთან, რაც ვფიქრობ დაზუსტებას საჭიროებს. თუ დავუშვებთ, რომ რუსთაველზე გამოსული ადამიანები წარმოადგენენ ოპოზიციის მხარდამჭერ ელექტორატს ეს არის 700 000, რაც ნაკლების პროსახელისუფლო ელექტორატთან შედარებით,რაც 1 120 000 შედაგენს, თუმცა რატომღაც გვერდს უვლიან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება არც ოცნება მოწონდეს და არც ოპოზიცია, რაც 1 600 000 -1 700 000 გამოვა ახალი არჩევნები საერთოდ არ შედიოდეს მათ ინტერესში. ანუ გამოდის, რომ ახალ არჩევნებს რეალურად ითხოვს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედია და საკითხავიც ეგ არის ისინი რამდენად გამოხატავენ მოსახლეობის ნებას?!
ამიტომ გამოსავალი ქუჩიდან ხელუსუფლებაზე წნეხის გაზრდით არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება და ვეჭვობ გამოვიდეს. იგივეს თქმა შეიძლება გაფიცვებზეც. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ, ფაქტიურად ძალადობენ მათზე. კიდევ უფრო სარკაზმულია როდესაც ამ ბიზნეს სტრუქტურების ნაწილის ანუ ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 6 თვეში.
ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობს იფუნქციონურებდა და გაფიცული ბიზნესნები ან ქვეყნიდან იქნებოდენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველიბის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.
არ მოსწონთ სახელისუფლებო პოლიტიკა? არ არის პრობლემა დაორგანიზირდენ, უკეთ მოემზადონ, გამართონ პარლამენტში დებატები ხელისუფლებასთან მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საჭირბოროტო პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე და მიიმხრონ მოსახლეობის მეტი ოდენობა. შესაბამისად, მოიგონ ოქტომბერში ჯერ ადგილობრივი არჩევნები, და შემდეგ საპარლამენტოც ოღონდ მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის და ოპოზიციის ქუჩაში დგომით მეტად საეჭვოა აქედან რაიმე გამოვიდეს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.