top_leaderboard

კახა აბულაძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასის ზრდაზე: ჯამურად, სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით საშუალო 25%-ით გამოდის ანაზღაურების ზრდა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გასული წლებიდან დაიწყო და საკითხი ქალაქის ბიუჯეტში მუდმივ პრიორიტეტულ თემად რჩება.

„წლების განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება რამდენჯერმე გაიზარდა. გასულ წელს 15% გაიზარდა ყველა პოზიციაზე თანამშრომელთა ანაზღაურება. მიმდინარე წელს 10%-იან ზრდასთან ერთად, რომელიც დაგეგმილი იყო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მერიის მხარდაჭერით თითოეულ საშტატო განაკვეთზე დაემატა 125 ლარი. ჯამურად, სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით საშუალო 25%-ით გამოდის ანაზღაურების ზრდა“, – აღნიშნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ.

ასევე იხილეთ