top_leaderboard

Intelligence Online: საფრანგეთმა საიდუმლო სამხედრო სწავლება ჩაატარა უკრაინაში თავისი ძალების პოტენციური განთავსებისთვის მოსამზადებლად

საფრანგეთმა საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარა უკრაინაში მისი ჯარების პოტენციური განთავსებისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ DW უცხოურ მედია Intelligence Online-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, წვრთნები სახელწოდებით Persée 10 დღე გაგრძელდა და ის საფრანგეთის ერთ-ერთ პოლიგონზე გაიმართა და მასში მონაწილეობდა სპეციალური დანიშნულების სახმელეთო ძალების CAST-ის 3 200-მდე სამხედრო. სწავლების დროს დაამუშავეს რუსული ჯარების ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში პოტენციური შეჭრის სცენარი.

Intelligence Online-ის ცნობით, სწავლების მთავარი მიზანი იყო, სამხედროებს დაემუშავებინათ უპილოტო და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება. ამავდროულად, Perseus-ის ზოგიერთი მონაწილე უკმაყოფილო იყო FPV დრონების ნაკლებობით.

ასევე იხილეთ