top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტზე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იქნება საჭირო, ამ ფორმატში იქნება განხილული

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის საჭირო აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

„განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის ორი ქვეყნის ურთიერთობებში, განსაკუთრებით სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გვაქვს და გვაკავშირებს აზერბაიჯანთან. და რა თქმა უნდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართება. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იქნება საჭირო ამ ფორმატში იქნება განხილული“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ასევე იხილეთ