top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს

“ის, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მითუმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების შესახებ.

“არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ