top_leaderboard

დიეგო მარადონას შვილი კვარაცხელიაზე: „ნაპოლის“ მესამე სკუდეტო მოუტანა

დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კვარას განსჯას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა.

„მამაჩემის ნაპოლიდან წასვლა? მაშინ სულ სხვა დრო და ადამიანები იყვნენ, თანაც მამაჩემს გუნდი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მის განსჯას არ ვაპირებ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს მოგებაში მთავარი როლი ითამაშა. მინდა, მადლობა გადავუხადო კვარას ყველაფრისთვის“, – განაცხადა დიეგო მარადონა უმცროსმა.

ასევე იხილეთ