top_leaderboard

კაია კალასი: პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და არაფერი შეცვლილა საბრძოლო ველზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საფუძველს. ამის შესახებ, მან „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს სჭირდება სანქციები, რადგან ეს არის ბრიუსელის გავლენის ბერკეტი და ამაზე უარის თქმა ძალიან უცნაური იქნებოდა.

„არაფერი შეცვლილა. პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და საბრძოლო ველზე არაფერი შეცვლილა. ამიტომ არ არსებობს სანქციების გაუქმების არანაირი საფუძველი“, – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

კალასმა განმარტა, რომ სანქციების ნაადრევი მოხსნის შემთხვევაში ევროკავშირი გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება.

„არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია ახლა სანქციებზე უარის თქმა“, – აღნიშნა კალასმა.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ევროკავშირის სანქციების გაგრძელების, სანამ ეს საკითხი არ განიხილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან.

ასევე იხილეთ