top_leaderboard

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სომეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე სომეხ კოლეგას, ლენან ანუშიანს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებს.

თეა გიორგაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ასევე იხილეთ