top_leaderboard

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

„როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლინება და მათი საქმიანობის გამოძიება, მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა. ამ მიზნისთვის, როგორც საზოგადოებას დავპირდით, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რასაც სჩადიოდა ქვეყანაში ოპოზიციად წოდებული 4 პარტია და მათი თანამზრახველები და რომელიც მთლიანად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ერთობლიობას“, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა მოიწონეს მმართველი გუნდის ინიციატივა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით შეიქმნას საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა, განაცხადეს, რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივმა მოძრაობამ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჩივარი მოამზადა.

ასევე იხილეთ