უამინდობის გამო, ტრამპის ინაუგურაცია დახურულ სივრცეში გაიმართება
პირველად 40 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია, კაპიტოლიუმში დახურულ სივრცეში გაიმართება. მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა და ძლიერი ყინვაა.
„ჩემი ვალდებულებაა, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი, მაგრამ, სანამ ამას დავიწყებ, უნდა ვიფიქროთ ინაუგურაციაზე. ამინდის პროგნოზის თანახმად 20 იანვარს ვაშინგტონში შესაძლოა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. სახიფათო პირობებია ასობით ათასი მხარდამჭერისთვის, ათობით ათასი სამართალდამცავისთვის, საგანგებო სამსახურების თანამშრომელთათვის, პოლიციის ძაღლებისა და ცხენებისთვისაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით,”- წერს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.