top_leaderboard

თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა

თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს თავს დაესხნენ. ორი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“, – აცხადებს ირანის სახელმწიფო მედია.

თავდასხმა თეირანში, ირანის უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ