top_leaderboard

ლონდონში ღაზის სექტორის მხარდასაჭერ აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ლონდონში ღაზის სექტორის მხარდასაჭერ აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, მათ შვიდი დემონსტრანტი დააკავეს – ოთხი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ორი – აქციისთვის დადგენილი პირობების დარღვევისთვის. ერთი პირი კი აკრძალული ორგანიზაციების მხარდამჭერი პლაკატის გამო დააკავეს.

მოგვიანებით, მეტროპოლიტენის პოლიციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ დემონსტრანტების ჯგუფმა გაარღვია უსაფრთხოების კორდონი და ისინი ტრაფალგარის მოედანთან შეაჩერეს. პოლიციამ გასცა გაფრთხილებაც, რომ პირები, რომლებიც მარშის პირობებს დაარღვევენ, დაკავებული იქნებიან.

ლონდონში სულ სამი მარში იყო დაგეგმილი, რომელთაგან ერთი ღაზის კონფლიქტს არ უკავშირდებოდა.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ