top_leaderboard

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ მძევლების სანაცვლოდ ორი ათას პალესტინელს გაათავისუფლებენ

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დროს ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლდება 737 პალესტინელი პატიმარი, ასევე ღაზას 1 167 მცხოვრები, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი 7 ოქტომბრის თავდასხმაში. „ჰამასი“ კი ისრაელს 33 მძევალს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მთავრობამ გაავრცელა.

ისრაელის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის 737 პატიმარი და უსაფრთხოების მოსაზრებებით დაკავებული პირი.

ისრაელის მედია წერს, რომ მათ შორის არიან ტერორისტები, რომლებიც იხდიან სასჯელს მკვლელობებისთვის, ასევე არიან „ჰამასის“, „ფატჰისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობების წევრები. გარდა ამისა, ისრაელი გაათავისუფლებს ღაზის სექტორის 1 167 მცხოვრებს, რომლებიც დააკავეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ისინი არ იყვნენ ჩართულნი „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში.

სანაცვლოდ, „ჰამასმა“ საბრძოლო მოქმედებებში ექვსკვირიანი პაუზის დროს, რომელიც 19 იანვრის დილით დაიწყება, ღაზას სექტორში დაკავებული 98 ისრაელელი მძევლიდან 33 უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ეს მძევლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, პალესტინურ დაჯგუფებასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, პირველად გაათავისუფლებენ სამ ისრაელელ ქალს. მოსალოდნელია, რომ 19 იანვრის საღამოს პირველი მძევლები გადაეცემიან წითელ ჯვარს და ეგვიპტისა და კატარის სამაშველო ბრიგადებს. შემდეგ გათავისუფლებული ტყვეები გადაიყვანენ ეგვიპტეში და გადასცემენ ისრაელის მხარეს, რომელიც უზრუნველყოფს მათ სამედიცინო გამოკვლევას.

ასევე იხილეთ