top_leaderboard

თენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად ვართ გარდა ერთისა, ნუ დაგვაძალებენ საქართველოსთვის დამღუპველი ნაბიჯების გადადგმას

“ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად ვართ გარდა ერთისა, ნუ დაგვაძალებენ საქართველოსთვის დამღუპველი ნაბიჯების გადადგმას. ეს არის მთავარი და ეს განაცხადა ტრამპმა, რომ მის ინტერესში ეს არ იქნება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ინტერესი არ დაიკლებს და შეეცდებიან მოძებნონ პარტნიორები, იდეების გამზიარებლები, პოლიტიკის ხელშემწყობები. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის და ღია ვიყავით ასეთი ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად ვართ გარდა ერთისა, ნუ დაგვაძალებენ საქართველოსთვის დამღუპველი ნაბიჯების გადადგმას. ეს არის მთავარი და ეს განაცხადა ტრამპმა, რომ მის ინტერესში ეს არ იქნება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ აღარ დახარჯავენ თანხებს სხვა ქვეყნების დემორალიზაციაში. ეს ინფორმაცია ჩაკეტილი იყო და ამაზე სპეციალური კანონმდებლობის მიღებაც მოგვიხდა, რომელიც ღიაობას და გამჭვირვალობას ითხოვდა იმ დაფინანსებების და ურთიერთობების, რომელიც საქართველოში შემოდიოდა უცხოეთიდან.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ღია გახდება და მათი [აშშ-ის] მხრიდანაც ღია გახდება რა მიზნებს ემსახურებოდა [დაფინანსებები], ბევრი კორექტივი შევა ამ მიმართულებით და აღარ მოხდება თავს მოხვევა ისეთი არაბუნებრივი ისეთი არაბუნებრივი იდეების დამკვიდრების საქართველოში, როგორიც იყო ტრანსგენდერული თემების პოპულარიზაცია არასრულწლოვანებში და ლგბტ პროპაგანდის შეტანა და ა.შ.“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ