ბრატისლავაში ვიქტორ ორბანის და რობერტ ფიცოს შეხვედრა იმართება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ხვდება.
სლოვაკეთის დედაქალაქში ორბანთან ერთად იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.
როგორც ცნობილია, რობერტ ფიცოსა და ვიქტორ ორბანს შორის განხილვის მთავარი თემები იყო რეგიონში ენერგოუსაფრთხოება, გაზის მიწოდების უზრუნველყოფა, უკრაინა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.