პსჟ-ში კვარაცხელიას ფაბიან რუისი მიესალმა: ხვიჩა, მოედანზე გელოდები
ვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ ვარჯიშის კადრები უკვე გავრცელდა. ხვიჩას პსჟ-ში ყოფილი თანაგუნდელი ფაბიან რუისი შეეგება, რომელთან ერთადაც ის „ნაპოლიში“ თამაშობდა.
ესპანელი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ კვარაცხელიასთან ერთად 2022 წლის ზაფხულამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი პარიზში გადაბარგდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი რუისი კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს.
„გელოდები მოედანზე, ხვიჩა, ძმაო. ნეაპოლი ყოველთვის შენს გულშია“, – წერს რუისი.
ფოტოს გამოეხმაურა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ასევე „ნაპოლის“ ყოფილი მოთამაშე ჯანლუკა გაეტანო.
ფაბიან რუისი „ნაპოლიში“ 2018-2022 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. ის ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველია, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ევრო 2024-ის გამარჯვებული.