top_leaderboard

ზაზა შათირიშვილი: ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში, ის აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და ქვეყნის წინააღმდეგ

„ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში. ეს ადამიანი დგას იმ ხალხის გვერდით, რომლებიც არჩეული მთავრობის არაკონსტიტუციური გზით ცვლილებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თუ არ ჩატარდა ახალი არჩევნები, ქვეყანას არ ეყოლება კანონიერი ხელისუფლება. არათუ მათ გვერდით დგას, ის პირდაპირ მონაწილეობს ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში“, – აღნიშნულია ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებაში.

შათირიშვილი თავის განცხადებაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BAER-თან სასამართლო დავას ეხება, რომელშიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ფიგურირებს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, საინტერესო დეტალია, რომ „ბაჩიაშვილს ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი. ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე მიხაელ ხოდარკოვსკის ადვოკატი იყო და ძირითადად ცნობილია იმით, რომ არა იურისპრუდენციას, არამედ გლობალურ ჯაშუშურ ქსელს ემსახურება და მისი ყველა კლიენტი სწორედ ამ ქსელის ან ნაწილია, ან დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად ეს ბედი უნდა გაიზიაროს“.

შათირიშვილი აღნიშნავს, რომ რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის ქეისით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია ( დიფ სთეითი ) საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით.

„ამსტერდამი აქტიურად იყო ჩართული „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ პროცესებში, 2024 წლის 16 მაისს კი ასეთი რამ აქვს ნათქვამი – „რუსული კანონი” გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის”. მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამსტერდამმა აიძულა ბაჩიაშვილი, პოლიტიკაში შემოსულიყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს არათუ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, არამედ 1 განცხადებაც კი არ ჰქონდა გაკეთებული საკუთარი სისხლის სამართლის საქმეებზე, რობერტ ამსტერდამი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა, რამეთუ ბაჩიაშვილი მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში.
ზოგადად, ეს ხელწერა, რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის ქეისით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია ( დიფ სთეითი ) საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში მათი დაქვემდებარებული ჯაშუში ბაჩიაშვილი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანი ხომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ხელისუფლების ხელში აღება და შემდეგ ჯაშუშების მეშვეობით მისი მართვაა.
კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს და არ აწვდის სამართალდამცველებს მასზე ინფორმაციას, მარტივი მისახვედრია, რომ ბაჩიაშვილს ამ პროცესების წარმმართველი ძალები ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, – ნათქვამია ზაზა შათირიშვილის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ