top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკი: არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატოში, ჩვენ ვიქნებით ნატოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ. თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.

„ეს იყო უბრალოდ ცრუ სიტყვები, რომ უკრაინა იქნებოდა ნატოში, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა მაინც ვერ გახდა ნატოს წევრი. ეს არ იყო გულწრფელი. მე ვისურვებდი, გამეთანაბრებინა სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ ნატო-ში და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არის ოთხი ქვეყანა, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

„ესენი არიან აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. თუმცა, ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად იქნება, დაინახოს უკრაინა ნატო-ში, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, ყველა ამის მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ იქნება მზად, დაგვინახოს ნატო-ში – ჩვენ არ ვიქნებით ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ასევე იხილეთ