ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
„გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური ინიციატივა განათლების სფეროში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება 400 ლარით. ხოლო, ყოველი მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზღვრება, წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით: 71-დან 80 ქულამდე 300 ლარით, 81-დან 90 ქულამდე – 500 ლარით, ხოლო 91-დან 100 ქულამდე – 600 ლარით. ეს იქნება ის მოკრძალებული წვლილი, რასაც დამატებით ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სტუდენტებისთვის,“– აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.