top_leaderboard

მამუკა მდინარაძე ბანკ „Julius Baer“-თან დავაზე: უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა „დიფ სთეითი“, ბიძინა ივანიშვილის დასჯა

“უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების ქვეშ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას სურს და ეს ვიღაცა ბევრჯერ გახმოვანდა, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა დიფ სთეითი დასჯა და დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გლობალური ძალები ყველა გზით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების მოხდენას.

„წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესი დგას ამის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. მაგრამ იმედია ეს წნეხი მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა მას შემდეგ, რაც უკვე ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ერთი მხრივ მესიჯები გახმოვანდა, ამის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ნელ-ნელა იქნებ ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას.

ასევე იხილეთ