top_leaderboard

ზელენსკი: უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი

„უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი”,განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო ატარებდა არაგამჭვირვალე პოლიტიკას უკრაინის მიმართ და არ უჭერდა მხარს NATO-ში მის გაწევრიანებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ.

თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო შეთანხმებები რუსეთთან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას არ უჭერს მხარს ოთხი ქვეყანა – აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად არის, NATO-ში იხილოს უკრაინა, ჩვენ ვიქნებით NATO-ში. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ არის, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ