top_leaderboard

თურქეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 79 ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი – მათმა დიდმა ნაწილმა დაზიანებები ფანჯრიდან გადახტომის დროს მიიღო.

ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძრის საქმეზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.

ასევე იხილეთ