top_leaderboard

რობერტ ფიცო: სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერადი რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას. სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს. ჩვენ მივიღებთ პრევენციულ ზომებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა შეიძლება განხორციელდეს ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით.

ასევე იხილეთ