ტრამპი: „გარიგების“ დადების დროა!
„მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკა ნადგურდება, და პრეზიდენტ პუტინს სამსახური გავუწიო. მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი! [სიტუაცია] მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ არ მივაღწევთ „გარიგებას“ და არ ვიზამთ ამას მალე, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით. მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „გარიგების“ დადების დროა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.