top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: გლობალური ომის პარტიამ ყველაფერი გააკეთა და კვლაც აკეთებს, რომ იქნებ რამენაირად ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა მოახდინოს

“გლობალური ომის პარტიამ ყველაფერი გააკეთა და კვლაც აკეთებს, რომ იქნებ რამენაირად ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა მოახდინოს. დაშანტაჟების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, კი მის მიმართ შვეიცარიულ ბანკების მიერ განხორციელებული შანტაჟი გახლავთ”, – ასე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომელშიც ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობის მიზეზებზე საუბრობს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ს დავისას, სიმართლის დამალვა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და საინფორმაციო ველის დაბლოკვა სწორედაც რომ მიზანმიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ძნელია არ დაეთანხმო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვიან ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. ამ ბრძოლის მთავარი მიზეზი კი ბატონი ბიძინას ვერ დათანხმება გახლავთ თავის ქვეყნის, სამშობლოს ომში არ ჩართვის გამო. სწორედაც, რომ გლობალური ომის პარტიამ ყველაფერი გააკეთა და კვლაც აკეთებს, რომ იქნებ რამენაირად ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა მოახდინოს. დაშანტაჟების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, კი მის მიმართ შვეიცარიულ ბანკების მიერ განხორციელებული შანტაჟი გახლავთ. შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო მას შემდეგ რაც 29 აპრილის ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და „დიფ სთეითის“ ზრახვების მხილება მოხდა, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა. რეალურად კი ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ს დავისას. სიმართლის დამალვა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და საინფორმაციო ველის დაბლოკვა კი სწორედაც რომ მიზანმიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილება გახლავთ,“– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ