top_leaderboard

გიორგი გამსახურდია ტრამპის მითითებებზე: ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს, ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე

“ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს. ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე. თუმცა, არიან ლიბერალფაშისტები, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ. დასრულდა ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით, მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა”, -ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებებს, საბიუჯეტო სახსრების გენდერული იდეოლოგიის გასავრცელებლად გამოყენების აკრძალვასთან და გენდერული იდეოლოგიის მიერ ცრუ ინფორმაციების გავრცელებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში ლგბტქ პროპაგანდა, არაპოპულარულია და ვერასდროს ვერ მოიდგამს ფეხს.

„ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს. ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე. თუმცა, არიან ლიბერალფაშისტები, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ. დასრულდა ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით, მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა. ისე კიდევ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში კი მათი პროპაგანდა, არაპოპულარულია და ვერასდროს ვერ მოიდგამს ფეხს. დავასრულებ, მამაცი და პატრიოტი ხალხის,პოლონელების გამოთქმით, ომი ჯვართან, ჯერ არავის არ მოუგიაო,“-წერს გამსახურდია Facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ