top_leaderboard

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კლიმატის კანონის საკონსულტაციო დოკუმენტების (მწვანე და თეთრი წიგნების) საფუძველზე, კომიტეტმა კანონის პროექტის პირველადი ვერსია შეიმუშავა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის აუცილებლობას.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კლიმატის კანონმა სრულიად უნდა მოიცვას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მიერ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და დამტკიცების წესები.

„კლიმატის ცვლილების კანონის პროექტის მიღება როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე ქვეყნის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, გარდა ამისა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ექნება კლიმატის ცვლილების კანონი”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტი წამყვან როლს ასრულებს საქართველოს კლიმატის კანონის შემუშავებაში და ხელმძღვანელობს აღნიშნულ პროცესს ეროვნულ დონეზე.

ასევე იხილეთ