აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში
აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადაისროლა, რომელსაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში.
როგორც სააგენტო წერს, სარაკეტო სისტემა, რომელიც მრავალფუნქციური რაკეტების რამდენიმე ათას კილომეტრზე გაშვების საშუალებას იძლევა, ლაოაგის აეროდრომიდან კუნძულ ლუსონის სხვა ადგილზე გადაიტანეს.
„ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ასევე SM-6-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება 200 კილომეტრის დაშორებით.
ფილიპინების მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გადანაცვლება ხელს შეუწყობს იმის დადგენას, სად და რამდენად სწრაფად შეიძლება რაკეტის ბატარეის გადატანა ახალ საცეცხლე პოზიციაზე.