top_leaderboard

ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

„ასევე ვაპირებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს ვთხოვო ნავთობის ფასის დაწევა. გულწრფელად მიკვირს, რომ ეს არ გააკეთეს არჩევნებამდე. თუ [ნავთობის] ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება. ახლა ფასი საკმარისად მაღალია ამ ომის გასაგრძელებლად. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ეს ომი. მათ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია.

ასევე იხილეთ