top_leaderboard

უკრაინამ რუსეთის რიაზანის ოლქი დრონებით დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რიაზანის ოლქს დრონებით შეუტია. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ანდრეი კოვალენკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, რიაზანის ოლქში მდებარეობს ნავთობბაზა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. დრონებით შეტევა დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მისი თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, რიაზანში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნოვო-რიაზანის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

ასევე იხილეთ