top_leaderboard

მარკ რუტე: აშშ-ის პრეზიდენტი მართალია, რომ ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე

J

“ამერიკის პრეზიდენტი მართალია იმაში, რომ ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე”,განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა დავოსის ფორუმზე.

მარკ რუტეს თქმით, ალიანსის ყველა წევრი არ ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე და მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა მოკავშირემ უნდა მიაღწიოს ორპროცენტიან მაჩვენებელს.

“მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი მართალია, რომ ჩვენ არასაკმარისს ვხარჯავთ. ჩვენ უნდა მივხედოთ ინდუსტრიის ბაზას. ერთია, რასაც ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს და სხვათა შორის, საკმარისად არ ვაწარმოებთ, მეორე – ინოვაციები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ნელი ვართ. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ”, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ასევე იხილეთ