top_leaderboard

დავით სონღულაშვილი სომხეთის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო შესაძლებლობებზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების  პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო წყლის რესურსების მდგრადი მართვის, მეღვინეობის, აგროტურიზმისა და აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

სომხეთის ელჩმა დავით სონღულაშვილს მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აშოტ სმბატიანის განცხადებით, საქართველო სომხეთის მეგობარი ქვეყანაა და, შესაბამისად, არსებობს მუდმივი მზაობა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

ასევე იხილეთ