წარმომადგენელთა პალატაში შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ტრამპს და ყველა მომდევნო პრეზიდენტს სამი ვადით არჩევის საშუალებას მისცემს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა შეიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რომელთა თანახმადაც დონალდ ტრამპს და ყველა მომდევნო პრეზიდენტს თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის საშუალება ექნება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
„ტრამპმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ ის არის ის ფიგურა თანამედროვე ისტორიაში, ვისაც შესწევს ძალა შემოაბრუნოს ჩვენი ერის დაღმასვლა და დაუბრუნოს ამერიკას დიდება, ამიტომაც მას უნდა მიეცეს საჭირო დრო, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოს“, – ციტირებს ტელეარხი ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, კონგრესმენ ენდი ოგლსს.
„საგანგებო მნიშვნელობაა აქვს იმას, რომ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მივცეთ ყველა საჭირო რესურსი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამყარებული კატასტროფული კურსის შესაცვლელად“, – თქვა ოგლსმა.
თუ აშშ-ის კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი იწყება სიტყვებით „არავის აქვს უფლება არჩეულ იქნას პრეზიდენტად ორ ვადაზე მეტჯერ“, ოგლსის ინიციატივა სთავაზობს ქვეყნის მთავარ კანონში ჩაიწეროს „არავის აქვს უფლება არჩეულ იქნას პრეზიდენტად სამ ვადაზე მეტჯერ“.