top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი

„სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

პრემიერის თქმით,  ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ