ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინა რუსეთისთვის უსიამოვნებების შესაქმნელად დაიქირავეს
“უკრაინა დაიქირავეს, რათა მას რუსეთისთვის უსიამოვნებები შეექმნა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა.
„უკრაინა დაიქირავეს რუსეთისთვის უსიამოვნებების შესაქმნელად. სატყუარა დათვისთვის, ავღანეთი, როგორც გსურთ, ისე დაარქვით. ჩემი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა ბელადებმა გაყიდეს უკრაინა, როგორ ინდიელთა ტომი, რუსეთთან საომრად“, – თქვა არსეტოვიჩმა.
მისი აზრით, საამისოდ, უკრაინის ბელადებს დაჰპირდნენ „საბანს ფერადი სურათებით“. ბელადებმა მიიღეს „საბანი ფერადი სურათებით“, ხოლო დანარჩენმა ხალხმა არაფერი მიიღო განადგურებული ენერგეტიკის, 10 მილიონი ლტოლვილის, დანგრეული ეკონომიკისა და გაურკვეველი პერსპექტივების გარდა.