top_leaderboard

მარტვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებშისოფლის მხარდაჭერის პროგრამითდასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება.

2025 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.

თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 09 საათიდან 18 საათამდე ყოველდღე (გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა), 2025 წლის 6 თებერვლის  ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობებიჭა და ..); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა; გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

საკონსულტაციო შეხვედრები 10 თებერვლიდან – 14 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. პროექტი ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე იხილეთ