ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსებისგან დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იმავე რიტორიკას გვთავაზობენ
„რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები ცდილობენ, პოლიტიკას ამოეფარონ – გარე უფროსებისგან დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, ასეთი ტენდენციაა, რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები (შეგვიძლია, გავიხსენოთ ბატონი ჯაფარიძისა და ბატონი ხაზარაძის ქეისიც. ამ შემთხვევაში, უკვე ბატონი ბაჩიაშვილიც მიუერთდა მათ რიგებს) ცდილობენ, პოლიტიკას ამოეფარონ და მათი გარე უფროსებისგან, ვინც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოაბრუნონ უკან მართული აგენტები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ, ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოქმედებენ“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.