top_leaderboard

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში გერმანელი მოფარიკავე ანგარიშით 15:10 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ტუნისელ სპორტსმენს ანგარიშით 15:14 სძლია. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალი სამხრეთკორეელ სპორტსმენთან ანგარიშით 13:15 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

26 იანვარს ბრძოლები გუნდური ასპარეზობით დასრულდება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და ალექსანდრე თავართქილაძე.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ