ხვალ, 27 იანვრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სტრასბურგში მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა.
სესიაზე ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. დელეგაცია შეხვედრებს 29 იანვრის ჩათვლით გამართავს.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.